follow-me-twitter

რატომ (არ) უნდა იყენებდეთ Twitter-ს?

follow-me-twitter„Facebook -ი  კარგი საშალებაა მეგობრებთან კონტაქტისთვის,  Twitter-ი კი საუკეთსო შანსი იკონტაქტო მათთან, ვისთანაც გინდა რომ იმეგობრო.“ ეს თეორია გაუგებარი და შესაბამისად გაუხორციელებელი დარჩა ჩვენს რეალობაში.

მაღალგანვითრებულ ქვეყნებში ასე პოპულარულმა Twitter-მა ვერა და ვერ მოიპოვა ქართველი ერის სიმპათია. მიზეზი ბევრი და მრავალფეროვანი არაა: ზოგი მეგობრობის ნაკლებობას განიცდის, ზოგისთვის, საერთოდაც, გაუგებარია მგავსი მინიბლოგის არსებობა მაშინ, როცა ქვეყნიერებაზე ფუნქციონირებს ისეთი ყოვლისმომცველი ქსელი, როგორიც Facebook-ია. მეტად საინტერესო მომხმარებელთა ის ნაწილია, ვისაც საკუთარი Twitter-გვერდი უბრალოდ აქვს, საუკეთესო შემთხვევაში კი პაროლიც არ ახსოვს. Continue reading

უკვდავი პროფილების Facebook სასაფლაო და ვირტუალური ჭირისუფალი

facebook-user-tombstoneრა მოხდება ჩემი გარდაცვალების შემდეგ?…  ამ კითხვას, ალბათ, თქვენც შეუწუხებიხართ, თანაც, შესაძლოა, არაერთხელ… რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრთ ის არის, რომ თუ საკუთრი სახელის უკვდავყოფა გსურთ, ეს ასე ადვილი არსასდროს ყოფილა, როგორც ახლა. ერთადერთი, რაც დაგჭირდებათ მაილი და სურვილია… დანარჩენზე Facebook-ი იზრუნებს…

2012 წლის მონაცემებით Facebook-ზე, დაახლობეით, 3 მილიონი გარდაცლილი ადამიანი განაგრძობს „არსებობას“…  ასეთი სახით მოპოვებულ უკვდავებასა და სოციალურ ქსელში მიცვალებულებთან ერთად თანაცხოვრებაზე შეხედულებები განსხვავებულია:

„ჩემი მეგობარი ახლახან გარდაიცვალა… რამდენჯერმე ვიფიქრე კიდეც მისი წაშლა მეგობრებიდან… თუმცა, როცა ვხედავდი ნაცნობების პოსტებსა და კომენტარებს მის პროფლიზე, თავს ძალიან კონფრტულად ვგრძნობდი“ (ქრისტი. 28 წლის)

„სასაფლაოზე მიწის ნაკვეთის მონახულებას, Facebook-ის გვერძე მეგობრის ჩანაწერების კითხვა და მისი ფოტოების ნახვა მირჩევნია…“ (Rudy 30 ) Continue reading

მყიდველები და მკითხველები

images (3)

”ფსიქოლოგებმა იციან,რომ ორი უმძიმესი ტრავმა არის პირდაპირი გზა სიგიჟისაკენ, ხოლო თქვენ გექნებათ იმუნიტეტი. ორი კი არა, 17 ტრავმა ვერაფერს  უზამს ადამიანს, რომელიც ჩართული არის მსოფლიო სალიტერატურო ქსელში, რადგან იცის, რომ რაც მას შეემთხვა, რამდენიმე  ხნის წინ ჰეკუბას ან ვინმე სხვას შეემთხვა. მას ეს მხატვრულად გააზრებული აქვს, მან უკვე იტირა ამისათვის. ამიტომ ვიკითხოთ წიგნები, ნიშნავს შევიქმნათ იმუნიტეტი.”  Continue reading

დიდების ზღაპრები

0ბოლო პერიოდის საქართველოს თამამად შეიძლება ზღაპრული ვუწოდოთ. ზოგს ბავშვობის ოცნება აუხდა, ზოგს _ ქართული… ამ უკანასკნელზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თუ ბავშვობაში ზღაპრის გმირებთან ერთად ცხოვრება გინატრიათ,  გილოცავთ! თქვენი ოცნება ახდა და ამაში დასარწმუნებლად რეალობისთვის ერთი თვალის გადავლებაც კმარა, ოღონდ ვარდისფერი სათვალით, ჯანსაღი იუმორითა და გულწრფელი ემოციებით… Continue reading

“საფრაჯისტები”

9520suffragists

ყველა ადამიანის ულაბაა აირჩიოს და გახდეს რჩეული… არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სარწმუნოებას და მით უმეტეს სქესს… ამაზე საუბარი დღეს უფრო ადვილია, თუმცა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში მოქალაქეებს უფლებებისთვის დიდი წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდათ.

ქალებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხმებისთვის იბრძოდნენ “საფრაჯისტები” ერქვათ. მათი მთავარი მიზანი კი საარჩევნო უფლებები და გენდერული ბალანსის აღდგენა იყო. Continue reading

ვარდისფერი ბეკეკა – თანამედროვე მოდის სიმბოლო

Picture 6„ხედავ ამ ფეშენ-ფართის მონაწილეებს მუქი სათვალეებითა და ძვირფასი მოსასხამებით და ხვდები, რომ აზრზე არ არიან, რა ხდება სინამდვილეში სამყაროში. მათი ინტერესები მხოლოდ მოდით შემოიფარგლება. ჩემი შოუს მოსაწყობად ფულს იმიტომ ვხარჯავ, რომ, „მათ”ცხოვრების სხვა მხარეც დავანახო. თუ მათში სიძულვილსა და აუტანელ განცდებს აღვძრავ, მეცოდინება, რომ „რაღაც” მაინც განვაცდევინე”_  მიზანი, რომელიც ამართლებდა საშუალებებს: პოდიუმი, არა როგორც სწორი ხაზი ამბიციებისკენ, არამედ როგორც სივრცე საპროტესტო მანიფესტებისთვის, ჭადრაკის დაფა, მინის კუბი, ხე, ბრძოლის ველი, ყუთი, რომლის ცენტრშიც წევს ქალი… ის არ ჰგავს მოდელს, სრულია, სახეზე აირწინაღი აქვს აფარებული, რომლის მილები მთელს სხეულს ეხვევა… ის შიშველია… გარშემო ლანდისმაგავრი „არსებები” დაცურავენ, უცნაური ფორმის სილუეტით… Continue reading